პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – თუ ვინმეს უნდა ხელოვნურად შეიყვანოს ცესკო ინსტიტუციური კრიზისის მდგომარეობაში, ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ

თუ ვინმეს უნდა ხელოვნურად შეიყვანოს ცესკო ინსტიტუციური კრიზისის მდგომარეობაში, ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. აქედან გამომდინარე, გვჭირდება არგუმენტები. ჩვენ ვერ გვექნება ჰუმანური დამოკიდებულება. რაღაც მოგთხოვონ ისე, რომ ვერ დაგისაბუთონ, სახელმწიფო ვართ თუ რა ვართ? არ შეიძლება ასე – ამის შესახებ „ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ერთი წელია, რაც პრეზიდენტი ვეღარ ახერხებს შესაბამისი კანდიდატურების წარმოდგენას და პროცესი ჩიხშია შესული.

„ჩვენ კონსულტაციებიც გვქონდა გარკვეულ ეტაპზე ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არაფერი შედეგი არ იყო. თუ ვინმეს უნდა ხელოვნურად შეიყვანოს ცესკო ინსტიტუციური კრიზისის მდგომარეობაში, რა თქმა უნდა ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. აქედან გამომდინარე, გვჭირდება არგუმენტები, ჩვენ ვერ გვექნება ჰუმანური დამოკიდებულება. რაღაც მოგთხოვონ ისე, რომ ვერ დაგისაბუთონ, ქვეყანა ვართ, სახელმწიფო ვართ თუ რა ვართ? არ შეიძლება ასე.

როდესაც შენ გაქვს არგუმენტები, რომ კონკრეტული ნორმები ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებს, როცა გაქვს არგუმენტი, რომ პრაქტიკაშიც გამოვლინდა ამ ნორმების პრობლემურობა, მაინც გთხოვენ ისე, რომ შენ პასუხიც არ უნდას გასცე ამას, ჩვენ სახელმწიფო ვართ ბოლოს და ბოლოს ვისთვის ვიბრძოდით 80-იან წლებში? რისთვის არსებობდა დისიდენტური მოძრაობები და ა.შ. საბჭოთა რეჟიმს უპირისპირდებოდნენ ქართველები, იმისათვის რომ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბებულიყავით და დღესაც ჩვენი ვალია, დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ სახელწიფო, არა რაღაც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სხვა განზომილებით, არამედ ჩვენ ვართ, სახელმწიფო. ეს უნდა ვაჩვენოთ ყოველ ჯერზე. ამიტომ, როცა შენ გაქვს სამართლებრივი, პრაქტიკული არგუმენტები და იქიდან არ არის არგუმენტები ბოლომდე უნდა დაიცვა ეს პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,923 ნახვა