საგარეჯოში „ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე სიტუაცია ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა და ამ დრომდე დაძაბული რჩება.
ადგილზე ქვებს ისვრიან. არსებული ინფორმაციით, ქვა მოხვდა ერთ-ერთ ჟურნალისტსაც, რომელმაც დაზიანებები მიიღო.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მომხდარში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მათ საჯარო სამსახურების წარმომადგენლები და სპეციალურად მობილიზებული ადამიანები უპირისპირდებიან.
ადგილზე ცოტა ხნის წინ, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ.
ცნობისთვის, დაძაბულ ვითარებაში ჩატარდა „ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრა მოსახლეობასთან კასპშიც.
Facebook Comments Box