საზოგადოება

გვარამია ბაჩიაშვილზე: თუ რამე ეჭვგარეშეა, მისი სრულიად გამორჩეული ნიჭიერება და უმაღლესი კლასის დასავლური განათლებაა

თუ რამე ეჭვგარეშეა, მისი სრულიად გამორჩეული ნიჭიერება და უმაღლესი კლასის დასავლური განათლებაა – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელზე გიორგი ბაჩიაშვილზე.

გვარამის მიიჩნევს, რომ გიორგი ბაჩიაშვილისთვის ბრალის წარდგენა საინტერესო სიმპტომი და მნიშვნელოვანი ინდიკატორია ივანიშვილის თავს და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესების.

„გიორგი ბაჩიაშვილისთვის ბრალის წარდგენა, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო სიმპტომი და მნიშვნელოვანი ინდიკატორია ივანიშვილის თავს და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესების. ივანიშვილის ოლიგარქიული პირამიდის შიგნით ამ მასშტაბის (ღია) ეროზია მე არ მახსენდება. რაც შეეხება ბაჩიაშვილს, საქმის დეტალები არ ვიცი (ჯერ), მაგრამ თუ რამე ეჭვგარეშეა, მისი სრულიად გამორჩეული ნიჭიერება და უმაღლესი კლასის დასავლური განათლებაა. ჩემთვის, ბაჩიაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება ძალიან საინტერესოა და ბევრად ზუსტი და რელევანტური დასკვნების გაკეთების საშუალებად მივიჩნევ, ვიდრე კობახიძის სულელური კაკაფონიის ანალიზია“ – წერს ნიკა გვარამია Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,687,741 ნახვა
%d bloggers like this: