უცხოური მედია

აშშ-მა ქიმიური იარაღი მთლიანად გაანადგურა – ბაიდენი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მთლიანად გაანადგურა ქიმიური იარაღი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

მისი თქმით, ქიმიური იარაღის განადგურებას 30 წელი დასჭირდა. ბაიდენმა ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის დაცვის პირობა დადო და მოუწოდა ყველა ქვეყანას, რომ ამ კონვენციას შეუერთდნენ. ამასთანავე, აშშ-ის პრეზიდენტმა კონვენციის დარღვევაში რუსეთი და სირია დაადანაშაულა.

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ აშშ-ის მიერ ქიმიური იარაღის განადგურება დაადასტურა და ამას „ქიმიური იარაღის სრული განადგურებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,075 ნახვა
%d bloggers like this: