პოლიტიკა

გია აბაშიძე- სტაჟიანი ბოროტმოქმედი ჟორიკა რურუა, თავის ბიზნესპარტნიორებს აშანტაჟებს, რათა „პრაიდ-ფესტივალი” ჩატარდეს, საქართველოში ვითარება უნდა გამწვავდეს ნებისმიერ ფასად – ეს სააკაშვილის მეხუთე კოლონის მანიაკალური ჟინია

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ტელეკომპანია პოსტვ-ის მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლითაც, ჟორიკა რურუა, „ლისი ვანდერლენდი- ს” ტერიტორიაზე „პრაიდ-კვირეული-ს” ფარგლებში დაგეგმილი „პრაიდ-ფესტივალის” გამო თავის პარტნიორებს სხვადასხვა ფორმით აშანტაჟებს.

ანალიტიკოსის თქმით, საქართველოში ვითარება უნდა გამწვავდეს ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ ფასად – ეს სააკაშვილის მეხუთე კოლონის მანიაკალური ჟინია.

„დესტრუქციული “ნაცმოძრაობის” აქტორები ჩვეულ ხერხს მიმართავენ და უზნეო პოლიტიკურ-კომერციული დივიდენდების მისაღებად შანტაჟსაც არ ერიდებიან. სტაჟიანი ბოროტმოქმედი ჟორიკა რურუა, თავის ბიზნესპარტნიორებს მწვავედ უპირისპირდება, სხვადასხვა ფორმით აშანტაჟებს, რათა „ლისი ვანდერლენდის” ტერიტორიაზე „პრაიდ-ფესტივალი” ჩატარდეს. ამ კერძო ტერიტორიის სხვა მეწილეებისგან უკვე ითქვა, რომ რიგ მიზეზთა გამო ფინანსურად არ უღირთ წინააღმდეგობებით აღსავსე 8 ივლისის ე.წ. ღონისძიების ჩატარება. თუმცა, საქართველოში ვითარება უნდა გამწვავდეს ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ ფასად – ეს სააკაშვილის მეხუთე კოლონის მანიაკალური ჟინია. პროვოკაციული “ივენთის” თანაორგანიზატორობაში ჩართული ჰყავთ ე.წ. ფრანკლინის კლუბი და ყველა ის რადიკალი ნაცვასალი, რომელიც ცდილობს აურიოს ვითარება ჩვენს ქვეყანაში. ჟორიკა რურუა, მასთან ერთად შეწყალებული სხვა ნაცრადიკალები და მოგვიანებით ნიკა გვარამია, რომელიც ახალ ვერაგულ გეგმებს ალაგებს, სალომე ზურაბიშვილს დააწვება ერთ-ერთ უმძიმეს ტვირთად საქართველოში პოლარიზაციის გაღვივების თვალსაზრისით“-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,755,902 ნახვა