უცხოური მედია

ზელენსკი კუნძულ ზმეინიზე იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კუნძულ ზმეინიზე იმყოფებოდა და უკრაინელი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო, ვინც ამ სტრატეგიული კუნძულის გათავისუფლებას თავი შესწირა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. 

„სრულმასშტაბიანი ომი უკვე 500 დღეა მიმდინარეობს. კუნძული ზმეინი. ეს არის თავისუფალი უკრაინის თავისუფალი კუნძული. მადლობა ყველას, ვინც აქ ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძოდა. პატივი მივაგეთ გმირებს, რომლებმაც ამ უმნიშვნელოვანესი ბრძოლის დროს დაიღუპნენ. დიდება მათ, ვინც შავ ზღვაზე უსაფრთხოებას თავი შესწირა“ – განაცხადა ზელენსკიმ. მან დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

ზმეინი – უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული კუნძულია შავ ზღვაში. მისი ოკუპაცია რუსულმა ძალებმა ომის პირველივე დღეებში მოახდინეს. უკრაინულმა ძალებმა კუნძული 2022 წლის 30 ივნისს გაათავისუფლეს. ზმეინის გათავისუფლებას წინ უსწრებდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის  ფლაგმანის, კრეისერ „მოსკოვის“ განადგურება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,081 ნახვა
%d bloggers like this: