საზოგადოება

„მოვიდა კონტრაქციის მონაწილეთა ძალიან დიდი რაოდენობა, მაქსიმალური გავაკეთეთ, რომ ყველას სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოფილიყო დაცული – ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ლისის ტბის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას აპირებს. მისი თქმით, ტერიტორიაზე, სადაც „პრაიდ ფესტივალი“ უნდა გამართულიყო, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობა მოვიდა, რის გამოც, საჭირო გახდა ფესტივალის მონაწილეთა ევაკუირება.

ალექსანდრე დარახველიძის თქმით, სამართალდამცველებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ არავის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არ შეჰქმნოდა საფრთხე.

„ეს იყო გაშლილი ტერიტორია. აქციის მონაწილეებმა მოახერხეს, რომ შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და გაერღვიათ პოლიციის კორდონები. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ „პრაიდის“ ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან. არანაირი დაზიანება მათ არ მიუღიათ. ამჟამად პოლიცია ახორციელებს შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს იმისათვის, რომ მოხდეს სიტუაციის სტაბილიზება და არ მოხდეს რაიმე ტიპის თავდასხმები კონკრეტულ პირებზე.

დღეს, ბოლიზიცებული იყო პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა, რაც შეიძლება ყოფილიყო ამ ლოკაციაზე, თუმცა, შეუძლებელია, რომ 100%-იანი უსაფრთხოება იქნეს უზრუნველყოფილი და მთლიანად იქნეს დაცული განსაკუთრებით ისეთ პერიოდში, როდესაც საუბარია გაშლილ ტერიტორიაზე. ჩვენ ამ რისკების თაობაზე მუდმივად ვსაუბრობდით. ვხედავთ, რომ მოვიდა კონტრაქციის მონაწილეთა ძალიან დიდი რაოდენობა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოფილიყო დაცული“, – განუცხადა ჟურნალისტებს ალექსანდრე დარახველიძემ. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,909 ნახვა
%d bloggers like this: