საზოგადოება

უკრაინის ვიცე-პრემიერი – უკრაინა იძულებული იქნება, „გადახედოს სტრატეგიას“, თუ ვილნიუსის სამიტზე ქვეყანა არ მიიღებს ნატო-ში გაწევრიანების მოწვევას

უკრაინა იძულებული იქნება, „გადახედოს სტრატეგიას“, თუ ვილნიუსის სამიტზე ქვეყანა არ მიიღებს ნატო-ში გაწევრიანების მოწვევას, – ამის შესახებ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სტეფანიშინამ განმარტა, რომ ვილნიუსში მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილები გამოიწვევს უამრავ პროცესს, მათ შორის სტრატეგიულ დაგეგმვასთან, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის ტრანსფორმაციასთან, ასევე მოკავშირეებთან ურთიერთობის პრიორიტეტებთან დაკავშირებით.

„უკრაინა ნატო-ში არ არის მხოლოდ უსაფრთხოების გარანტია, არამედ ეს არის ყველა ლიდერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დონის დაქვეითება, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, დახმარებოდა უკრაინას ომის დროს“, – აღნიშნა სტეფანიშინამ.

ამასთან, ოლგა სტეფანიშინამ გამოთქვა იმედი, რომ უკრაინა შეუერთდება ნატო-ს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა იგი ვილნიუსის სამიტზე ალიანსში გაწევრიანების მოწვევას.

ვიცე-პრემიერის თქმით, ჯერ კიდევ არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, დაესწრება თუ არა სამიტს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,687,741 ნახვა
%d bloggers like this: