პოლიტიკა

თორნიკე შარაშენიძე: ვიდრე ომია, ნატო-ში უკრაინის მიღება აბსოლუტური სიგიჟე იქნება, ეს ყველამ იცის, უბრალოდ ხმამაღლა არ ამბობენ

ვიდრე რუსული საოკუპაციო ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე დგას, ნატო-ში ჩვენი გაწევრიანება ძალიან გართულებულია, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„უკრაინაში ახლა ომი მიდის, ამიტომაც ახლა უკრაინის მიღება აბსოლუტური სიგიჟე იქნება, ეს ყველამ იცის, უბრალოდ ხმამაღლა ამას არ ამბობენ, ზრდილობიანად ეუბნებიან. იქ ომი მიდის, ზოგიერთი დაიწყებს – ინსტიტუციური განვითარება სჭირდება, დემოკრატიის ხარისხიო – სისულელეა ეს ყველაფერი როგორც ჩვენი, ასევე უკრაინის შემთხვევაში. როცა ალბანეთი ნატო-ში შევიდა, არანაირი დემოკრატია იქ არ ყვაოდა, უამრავი მაგალითი შეიძლება კიდევ. მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ რუსული ჯარი სადაც დგას, იმ ქვეყნის ნატო-ში შეყვანა, მით უმეტეს, თუ იქ ცხელი ომი მიდის, როგორც უკრაინაშია, პრაქტიკულად კი არა, თეორიულად წარმოუდგენელია. ერდოღანმა უკრაინის ნატო-ში შესვლას მხარი დაუჭირა, მაგრამ ეს რეალობას სამწუხაროდ, უკრაინისთვის არ ცვლის – ვიდრე იქ ომი მიდის, ეს შეუძლებელია, უბრალოდ, გამორიცხულია“, – განაცხადა შარაშენიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა უკრაინაში საქართველოს ელჩის თბილისში გამოგზავნის თაობაზე ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას.

„ჩემი აზრით, ეს ზელენსკის არ უნდა გაეკეთებინა. არ მინდა, რომ სააკაშვილი აქ იყოს, მირჩევნია, სადმე უცხოეთში გაუშვან/ პირადად ასე მინდა, მაგრამ „აწამებენ“, „რუსეთის დავალებით კლავენ“, ეს სიმართლე არაა. არავინ აწამებს რეალურად, ციხეში ცუდად არის, მაგრამ ვის რაში აწყობს წამება და მოწამვლა? იმ ადამიანთან [ელჩთან], რომელიც იქ დარჩა, ომის დაწყებიდან პირველ დღეებში იქ იყო, ამდენი ხანი იქ დარჩა, სწორი არ იყო. კიდევ რაღაცებს ვიტყოდი, მაგრამ არ მინდა, უკრაინას ყველანაირად მხარს ვუჭერ და სჯობს გავჩუმდეთ, რაღაცები მოვითმინოთ, მათ შორის, ჩემი მხრიდანაც, რომ არაფერი ვთქვათ. ქართველი პოლიტიკოსებიც სჯობს გაჩუმდნენ, მოითმინონ, რადგან უკრაინელები ჩვენს საქმეს აკეთებენ“, – განაცხადა შარაშენიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,791,763 ნახვა