უცხოური მედია

CNN: FBI ეხმარებოდა უკრაინის უშიშროების სამსახურს არასასურველი ექაუნთების სოციალური ქსელიდან წაშლაში

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო უკრაინის უშიშროების სამსახურს პრორუსული ექაუნთების სოციალური ქსელიდან წაშლაში ეხმარებოდა,-ამის შესახებ CNN წერს. 

FBI უკრაინის უშიშროების სამსახურის მითითებით meta-ს და  Alphabet-ს უგზავნიდა მოთხოვნას ფეისბუქის, ინსტაგრამის, გუგლისა და იუთუბის ექაუნთების შესამოწმებლად, რომლებიც „რუსულ დეზინფორმაციას“ ავრცელებდნენ, თუმცა, ასეთი ექაუნთების ჩამონათვალში მოხვდა ბევრი ცნობილი და სანდო ამერიკული გვერდი, მათ შორის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ექაუნთი,-წერს გამოცემა.

„ Meta-სთვის გაგზავნილ ელექტრონულ წერილებში, რომელიც მოყვანილი იყო კომიტეტის ანგარიშში, FBI-ს აგენტები არ ითხოვდნენ სოციალური ქსელებიდან კონტენტის წაშლას, უბრალოდ, უკრაინული სპეცსამსახურებიდან მიღებულ შეტყობინებებს უგზავნიდნენ და თხოვდნენ, შეემოწმებინათ აღნიშნული პლატფორმები, რათა მიეღოთ შესაბამისი ზომები.

ანგარიშის თანახმად, FBI-ს ადანაშაულებენ, რომ სათანადოდ არ ხდებოდა წერილების გადამოწმება, რომლებსაც უკრაინის სპეცსამსახურები უგზავნიდნენ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გამავრცელებლებს

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,791,789 ნახვა