უცხოური მედია

უკრაინელი დეპუტატი და მისი თანაშემწე ქრთამის სანაცვლოდ, პირის  საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარებოდა

უკრაინის ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის დეტექტივებმა „ხალხის მსახურის” დეპუტატი და მისი თანაშემწე გავლენის ბოროტად გამოყენებაში ამხილეს  

უკრაინის ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ხალხის მსახურის” დეპუტატი ქრთამის სანაცვლოდ პირის  საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარებოდა.

დეტექტივების მტკიცებით, დეპუტატი და მისი თანაშემწე ქრთამის სანაცვლოდ  რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თანამდებობის პირებისგან უკრაინის დატოვების ნებართვის გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებას დაჰპირდნენ.  რეგიონალურმა სამხედრო ადმინისტრაციამ პირს, როგორც მძღოლს, საზღვრის გადაკვეთის ნება დართო.

სახალხო დეპუტატმა და მისმა თანაშემწემ „მომსახურება” 5300 დოლარად შეაფასეს.

ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოში დეპუტატისთვის ქრთამის მეორე ნაწილის გადაცემის და დეპუტატისგან ასდოლარიანების ეზოს შემომსაზღვრელ კედელს მიღმა გადაყრის მომენტია ნაჩვენები.  

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,791,775 ნახვა