უცხოური მედია

“ეს ისტორიული მომენტია” – სტოლტენბერგი ვილნიუსში NATO-უკრაინის საბჭოს პირველი სხდომის გახსნაზე

NATO-უკრაინის საბჭოს პირველი სხდომა დაიწყო. საბჭოზე ერთმანეთს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი შეხვდნენ.

საბჭო ოფიციალურად NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გახსნა. სტოლტენბერგის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას, იარაღის მიწოდებასა და ქვეყნის NATO-ში ინტეგრაციას განიხილავენ.

“მოგესალმებით ყველას უკრაინა-NATO-ს საბჭოს პირველ სხდომაზე. ეს ისტორიული მომენტია. უკრაინა და NATO-ს ქვეყნები ერთმანეთის გვერდით სხედან და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საერთო ხედვას განიხილავენ”, – თქვა სტოლტენბერგმა საბჭოს სხდომის გახსნისას. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინა-NATO-ს საბჭოს შექმნის შესახებ განცხადება სტოლტენბერგმა 11 ივლისს გააკეთა. როგორც სტოლტენბერგი განმარტავს, ეს არის ქმედითი ორგანო, რომელშიც მონაწილე NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა თანაბარი უფლებებით მოსარგებლე მხარეები იქნებიან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,790,724 ნახვა