პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი ზელენსკიზე: ღიად და მკვახედ უთხრეს, რომ სანამ იმას არ დაამარცხებს, ვისგან დაცვისთვისაც NATO-ს წევრობა სჭირდება, ალიანსში არ მიიღებენ. უდიდესი მსხვერპლის, ნგრევის, ტერიტორიების დაკარგვის, მილიონობით ლტოლვილის ფონზე ეს არის უდიდესი ცინიზმი

საზოგადოებრივი მოძრაობის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე გადაღებული.

შაქარიშვილის თქმით, ფოტოზე ასახულია არამარტო სამიტის შედეგები, არამედ დღევანდელი მსოფლიოს რეალობა. 

მისივე განცხადებით, უდიდესი მსხვერპლის და ნგრევის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტისთვის იმის თქმა, რომ ქვეყანა მხოლოდ მას შემდეგ გაწევრიანდება ნატო-ში, რაც რუსეთს დაამარცხებს, დაცინვა და ცინიზმია, ვინაიდან უკრაინას ალიანსის წევრობა სწორედ რუსეთისგან თავის დასაცავად სჭირდება. 

“მრავლისმთქმელი ფოტოა! მოთხრობილია არა მარტო ვილნიუსის სამიტის შედეგები, არამედ მთლიანად დღევანდელი მსოფლიო რეალობა! ვილნიუსის სამიტით დოკუმენტურად გაფორმდა ის, რაც უკვე დიდი ხანია ნათელია – უკრაინა უბრალოდ გაიწირა! მოჩვენებითობის და მაპზე უკეთესის დროც აღარ არი – ღიად და მკვახედ უთხრეს, რომ სანამ იმას არ დაამარცხებს, ვისგან დაცვისთვისაც NATO-ს წევრობა სჭირდება, ალიანსში არ მიიღებენ!!! ეს არის დაცინვა, იმ უდიდესი მსხვერპლის, ნგრევის, ტერიტორიების დაკარგვის, მილიონობით ლტოლვილის ფონზე არის უდიდესი ცინიზმი! ნაც-ლიბერალებო, ეს გინდოდათ და გინდათ საქართველოსთვის?! 30 წელი ამ ცრუ მოლოდინებში და რა მივიღეთ?! “ღია კარი” და “შესაძლებლობების ფანჯარა” – აი რას ნიშნავს რეალურად! გლობალური ომის პარტიის ინტერესებისთვის საკუთარი ქვეყნის გაწირვას და პასუხად მიღებულ უკიდეგანო ცინიზმს! დღევანდელი NATO-ს შემხედვარე გენიალური ელდარ შენგელაიას შედევრი ფილმი – ცისფერი მთები მახსენდება… ბიაზი გასკდა, ბზარი იზრდება და სანამ ჩვენ მოსაცდელში უსასრულოდ ველოდებით, ნანგრევებში არ მოვყვეთ…” – წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,892 ნახვა