უცხოური მედია

ელისეის სასახლეში მიიღეს წერილი, რომელშიც  ადამიანის თითი იდო

ელისეის სასახლეში მიიღეს წერილი, რომელიც კონვერტში იყო მოთავსებული ადამიანის თითთან ერთად. ინფორმაციას Valeurs Actuelles ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გზავნილი10 ივნისს, ღამით მიიღეს, ბასტილიის აღების დღესასწაულამდე ცოტა ხნით ადრე. წერილი ელისეის სასახლის კორესპონდენციის სამსახურმა ჩაიბარა.

Valeurs Actuelles წერს, რომ თითი უშიშროების სამსახურს გადაეცა, მათ კი, ის „იმ მაცივარში შეინახეს, სადაც პოლიციელები კონტეინერებით ინახავენ საკვებს“.

ამ დროისთვის დადგენილია ადამიანი, ვისაც ეკუთვნის მოჭრილი თითი, თუმცა მოტივის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ელისეის სასახლეში კომენტარზე უარს ამბობენ. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,791,782 ნახვა