პოლიტიკა

ელ­ჩის საქ­მე არ არის შეკ­ვე­თე­ბის მი­ცე­მა ვინ­მეს და­ჭე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამა­ზე დიპ­ლო­მა­ტი არ უნდა სა­უბ­რობ­დეს

ელ­ჩის საქ­მე არ არის შეკ­ვე­თე­ბის მი­ცე­მა ვინ­მეს­თვის ვინ­მეს და­ჭე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამა­ზე დიპ­ლო­მა­ტი არ უნდა სა­უბ­რობ­დეს”, – ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” თავ­მჯდო­მა­რე, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც აშშ-ის ელ­ჩის, კელი დეგ­ნა­ნის მე­დი­ას­თან “პრა­იდ ფეს­ტი­ვალ­თან“ და­კავ­ში­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, თუ ვინ­მეს დას­ჯა­ზეა სა­უ­ბა­რი, ჯერ “7-8 მარ­ტის მო­ძა­ლა­დე­ე­ბი“ არი­ან რიგ­ში.

“რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თონ სას­ჯელს, ელ­ჩის საქ­მე არ არის შეკ­ვე­თე­ბის მი­ცე­მა ვინ­მეს­თვის ვინ­მეს და­ჭე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამა­ზე დიპ­ლო­მა­ტი არ უნდა სა­უბ­რობ­დეს. მე მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ თუ სა­უ­ბა­რია და­ჭე­რა­ზე, ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად ჯერ რიგი უწევთ 7-8 მარ­ტის მო­ძა­ლა­დე­ებს და მერე შე­იძ­ლე­ბა დად­გეს სხვი­სი ჯერი.

-0:46

კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ, დიპ­ლო­მა­ტის საქ­მე არ არის შეკ­ვე­თის მი­ცე­მა და­ჭე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ გვყავს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი, მად­ლო­ბა ღმერ­თს და ისი­ნი იღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ამ თე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით“, – გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის გან­ცხა­დე­ბით, შსს მი­ნის­ტრის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ “პრა­იდ ფეს­ტი­ვალ­თან“ და­კავ­ში­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე არა­ვინ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა, რის­თვი­საც მი­ნისტრს მად­ლო­ბა ეკუთ­ვნის.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­ა­კე­თა ყვე­ლა­ფე­რი იმი­სათ­ვის, რომ ძა­ლა­დო­ბა თა­ვი­დან არი­დე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დამ­სა­ხუ­რე­ბაა ის, რომ არ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნი ფი­ზი­კუ­რად არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რის­კე­ბი არ­სე­ბობ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე შსს მი­ნისტრს ეკუთ­ვნის მად­ლო­ბა და მე არ მგო­ნია, რომ ეს შე­ფა­სე­ბა იყოს სწო­რი, რაც გა­კეთ­და კონ­კრე­ტუ­ლი დიპ­ლო­მა­ტის მხრი­დან“, – გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, აშშ-ის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში, კელი დეგ­ნან­მა მე­დი­ას­თან “პრა­იდ ფეს­ტი­ვალ­თან“ და­კავ­ში­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ “თბი­ლის­ში ყვე­ლა ბევ­რად უფრო და­ცუ­ლად იგ­რძნობს თავს, როცა ვი­დე­ო­ზე ასა­ხულ ადა­მი­ა­ნებს და­ა­პა­ტიმ­რე­ბენ და დას­ჯი­ან“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,094 ნახვა