პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ვიოლა ფონ კრამონი რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი სატელიტი და არასერიოზული ადამიანია

ვიოლა ფონ კრამონი არასერიოზული ადამიანია, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადება, რომლის თქმით, საქართველოში 2024 წლის არჩევნებზე მოსალოდნელია მოსახლეობაზე ზეწოლა და დაშინების მცდელობა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ თავის სასარგებლოდ მოირგოს არჩევნების შედეგები.

ირაკლი კობახიძის თქმით, ვიოლა ფონ კრამონი “რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი სატელიტია”.

„ვიოლა ფონ კრამონი არასერიოზული ადამიანია. მგონი, საერთოდ არ ღირს ამ ადამიანის კომენტარებზე კომენტარების კეთება. მას აქვს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი და ამ დღის წესრიგს მიჰყვება. ჩვენ ვიცით, რომ ის არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი სატელიტი, თუ რა დავარქვა ამას არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, დამატებითი კომენტარის გაკეთება საჭირო არ არის“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა სტრასბურგში, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელ, ნიკა გვარამიასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე 2024 წლის არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსალოდნელია მოსახლეობის ზეწოლა და დაშინების მცდელობა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ თავის სასარგებლოდ მოირგოს არჩევნების შედეგები.

„ევროკავშირი და საერთაშორისო საზოგადოება ეწინააღმდეგება იმას, რომ საქართველოში ურთიერთობების ესკალაცია მოხდეს, რაც მოხდა გასული არჩევნების დროს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსახლეობაზე ზეწოლის და დაშნების მცდელობა იქნება. ჩვენ ვიცით ყველაფერი, რაც შეიძლება გაკეთდეს, ვიცით მათი ყველა „ტრიუკი“ იმისთვის, რომ თავის სასარგებლოდ მოირგონ არჩევნების შედეგები“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა, რომლის განცხადების თარგმანი „მთავარ არხს“ ეკუთვნის.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,007 ნახვა