პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე- კგბ-ს სახელმძღვანელოების მიხედვით მოქმედებს ოპოზიცია და სწორედ ამ სახელმძღვანელოების მიხედვით უწოდებენ ყველაფერ ქართულს რუსულს

„ყველაფრისთვის რუსულის დაძახება არის იმის გამოხატულება, რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიცია უპირისპირდება ყველაფერ ქართულს“,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძემ ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა, იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება და საპატრიარქო რუსულ ინტერესებს ატარებენ, და აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიცია უპირისპირდება ყველაფერ ქართულს.

მისივე თქმით, რაც მართლა გამოხატავს საქართველოს ინტერესებს, ყველაფერს უწოდებენ რუსულს.

„ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან ყველაფერ ქართულს. სინამდვილეში ყველაფრისთვის რუსულის დაძახება არის იმის გამოხატულება, რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიცია უპირისპირდება ყველაფერ ქართულს. რაც მართლა გამოხატავს საქართველოს ინტერესებს ისინი ყველაფერს უწოდებენ რუსულს და სწორედ იყო ნათქვამი, მათ შორის, საპატრიარქო, ის მნიშვნელოვანი საქმეები, რომლებიც უკავშირდება ხელისუფლების საქმიანობას, ბიძინა ივანიშვილი და მისი საქველმოქმედო საქმიანობა, ყველაფერი არის მათთვის რუსული. მათთვის რუსული გამოდის ქართული საქმის კეთების სინონიმი. წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. ეს არის ზუსტად რუსული სტილის, რბილი ძალის გამოყენების ერთ-ერთი მაგალითი. ერთ-ერთ დიპლომატს უყვარს თქმა, კგბ -ის სახელმძღვანელოებში წერია ასეთი რაღაცები და ასეთი რამ არის, რასაც აკეთებს ოპოზიცია. ეს არის სპეცსამსახურების სახელმძღვანელოების მიხედვით მოქმედება, რასაც ოპოზიცია აკეთებს. სწორედ ამ სახელმძღვანელოების მიხედვით უწოდებენ ისინი ყველაფერ ქართულს რუსულს“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,790,308 ნახვა