პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ხაბეიშვილსა და ვაშაძეს შორის არავითარი განსხვავება არ არის, ამიტომ ვუწოდებთ მათ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომელიც ერთი რამით არის გაერთიანებული – ისინი არიან უცხოური გავლენის აგენტები

რა განსხვავებაა ხაბეიშვილსა და ვაშაძეს შორის? – არავითარი განსხვავება მათ შორის არ არის, ეს არის ერთიანი, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც ერთი რამით არის გაერთიანებული – ეს არის აგენტურა. ისინი არიან უცხოური გავლენის აგენტები და ეს არის მთავარი, რაც მათ აერთიანებთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ შემავალი სხვადასხვა პოლიტიკური ძალაში უცხოური გავლენის აგენტები არიან გაერთიანებული და მათ შორის განსხვავება მხოლოდ პირობითია.

კობახიძემ აღნიშნა ის ფაქტიც, რომ როდესაც არჩევანის გაკეთება ლევან ხაბეიშვილს, გიორგი ვაშაძესა და ნიკა გვარამიას შორის უწევთ, ეს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ არსებულ „საკადრო შიმშილზე“ მეტყველებს.

„სხვაობა მათ შორის არის მხოლოდ პირობითი ვაშაძე იქნება, გვარამია, ხაბეიშვილი თუ ნებისმიერი სხვა, ერთია რომ არავითარი განსხვავება მათ შორის არ არის და მეორე – აჩვენებს იმას, რომ სრული დეფიციტი აქვთ, არც ერთი ლიდერი არ არის კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“. როგორ ხალხზეა  საუბარი წარმოიდგინეთ, როცა მეტი არჩევანი არ გაქვს ვიდრე ხაბეიშვილი, ვაშაძე, გვარამია და ა.შ. აქედან ჩანს, როგორი საკადრო შიმშილია ნაცმოძრაობაში. არც ინტელექტი, არც კეთილსინდისიერება არაფერი არ მოსდგამთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს წარმოადგენენ ნაცმოძრაობის ხელმძღვანელობას. ერთადერთი შანსი აქვთ, რომ  წააგებენ არჩევნებს.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,872 ნახვა