უცხოური მედია

ჰოლივუდში მსახიობები და სცენარისტები გაიფიცნენ

„ქაოსი ჰოლივუდში“- ბრიტანულ და ამერიკულ მედიაში ამ სათაურით იბეჭდება კინომსახიობთა გილდიის მიერ დაწყებული გაფიცვის შესახებ სტატიები.

ჰედლაინებში აღნიშნულია, რომ ეს არის 1980 წლის შემდეგ, მსახიობების პირველი მასშტაბური გაფიცვა კინო და ტელე-ინდუსტრიის წინააღმდეგ. ასევე პირველი შემთხვევაა 1960 წლის შემდეგ, როდესაც ერთდროულად გაიფიცნენ მსახიობები და სცენარისტები.

მსახიობები უკმაყოფილო არიან ხელფასების შემცირებით და გადასაღებ სეზონებს შორის ხანგრძლივი პაუზებით. ისინი ითხოვენ, გადაიხედოს მინიმალური ანაზღაურება და პირობები საკუთარი გამოსახულების ექსკლუზიურ ფლობაზე. ასევე, ერთ-ერთ მოთხოვნად აყენებენ კასტინგების პროცესის დარეგულირებას. გარდა ამისა, ისინი შეშფოთებულები არიან ხელოვნური ინტელექტის გავლენით კინოწარმოებაზე. 

მსახიობთა პროფკავშირის პრეზიდენტმა ფრენ დრეშერმა გაფიცვას „უკიდურესი ზომა“ უწოდა, რომელიც პროფკავშირის არცერთი წევრის სურვილი არ იყო. 

„ის, რაც ჩვენს თავს ხდება, ყველა სფეროში ასეა, როცა დამსაქმებელი სიხარბეს პირველ პლანზე აყენებს და ივიწყებს მათ, ვინც მანქანას ამუშავებს“,-განაცხადა მან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,081 ნახვა
%d bloggers like this: