უცხოური მედია

ლონდონში წითელას შემთხვევებმა იმატა

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ბოლო კვირებში წითელას შემთხვევებმა იმატა, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამ დაავადებით შეიძლება 160 ათასი ადამიანი დაინფიცირდეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პრობლემას ის ფაქტი წარმოადგენს, რომ ლონდონში ამ დაავადებისგან ვაქცინაცია საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა. დიდი ბრიტანეთის სხვა რეგიონებში ვაქცინაციის დონე უფრო მაღალია, შესაბამისად სერიოზული ეპიდემიის რისკი ბევრად უფრო დაბალი.

ბავშვებს შორის ამ დაავადებისგან ვაქცინაცია დიდ ბრიტანეთში ყველაზე დაბალ დონეზეა ბოლო ათწლეულში. სკოლაში მისვლისას ათიდან 1 ბავშვი ამ დაავადებისგან დაცული აარ არის,

იმუნიზაციამ კლება 2000-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო, როდესაც გავრცელდა მოსაზრება, რომ კომბინირებულ MMR ვაქცინასა და აუტიზმს შორისა კავშირი არსებობს. ეს თეორია მოგვიანებით არ დადასტურდა, ხოლო მის ავტორს ენდრიუ უექფილდს, ექიმის ლიცენზია ჩამოერთვა და ის სამედიცინო რეესტრიდან ამოშალეს.

წითელა არის ერთ-ერთი ყველაზე გადამდები დაავადება.

წითელა, პირველ რიგში, 19-25 წლის ახალგაზრდებს ემუქრება. სწორედ მათ უმეტესობას არ გაუკეთეს თავის დროზე ვაქცინაცია აუტიზმის საფრთხის გამო. ანუ დაავადების გავრცელების ყველაზე დიდი საფრთხე სტუდენტებს შორის არსებობს.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,689,640 ნახვა
%d bloggers like this: