საზოგადოება

პოლონელ ექიმებთან არავითარი კონტაქტი არ მქონია და გაუგებარია ჩემკენ ხელს რატომ იშვერენ – გიული ალასანია

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ჟურნალისტებთან საუბარში პოლონელი ექიმების ვიზიტს და ამის თაობაზე პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს გამოეხმაურა. 

ალასანიას თქმით, მას პოლონელ ექიმებთან არავითარი კონტაქტი არ ჰქონია. 

„იმ ადამიანებთან არავითარი კონტაქტი არ მქონია, თუმცა ძალიან მადლობელი ვარ ამ ადამიანების რომ ჩამოვიდნენ. დანარჩენი არაფერი არ ვიცი. 

ალბათ, კომენტარი გაკეთდება იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ამ ადამიანის მიმართ არის, ყოველ შემთხვევაში, დასავლეთში ძალიან დიდი ინტერესია, ალბათ, ყველაფერი გაირკვევა, ასე დამალული დიდ ხანს ვერ დარჩება, მე ასე მგონია და ალბათ, შემდგომ კომენტარებს მოვისმენ.

ალბათ, იქითა მხარეც თავის განმარტებას გააკეთებს, არ ვიცი. არ ვიცი, ჩემკენ ხელს რატომ იშვერენ იმიტომ, რომ მე არცერთ დონეზე არ ვყოფილვარ, ერთადერთი თანხმობას ვაძლევდი ხოლმე, რომ თანახმა ვარ. მე რა გზით უნდა მიმეწოდებინა ინფორმაცია იმ ექიმებისთვის, მათთან კონტაქტი არცერთ დონეზე არ მქონია და როგორ უნდა განმემარტა?  უნდა განემარტათ თვითონ იმათ, ვინც ჩამოიყვანა და ვინც ამ ხალხთან კონტაქტში იყო, მე რა შუაში ვარ?“, – აღნიშნა გიული ალასანიამ. 

ინფორმაციისთვის, პენიტენციური სამსახურის ცნობით, სააკაშვილისგან აღებული ნიმუში პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის გატანას. 

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,790,319 ნახვა