საზოგადოება

„შენ თუ არ გცემო…“ – სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 13 წლის გოგოს ბებია ჟურნალისტს თავს დაესხა

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 13 წლის გოგოს ბებია ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს სალომე ბოკუჩავას თავს დაესხა. 

თავდასხმა მაშინ მოხდა, რომ ჟურნალისტი ამბის გასაშუქებლად 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული კაცის ოჯახში მივიდა. 

„შენ თუ არ გცემო, გითხარი გადი მეთქი, გითხარი?“, – მიმართა 13 წლის გოგოს ბებიამ ჟურნალისტს. 

ქალს ჟურნალისტზე ძალადობის გამო ბრალი წარუდგინეს. 

ინფორმაციისთვის, 11 ივლისს 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. ბრალდებული წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

როგორც სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდებულის ადვოკატმა სოლომონ კოჩალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კაცი ამბობს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,790,707 ნახვა