უცხოური მედია

კიევ-პეჩორის ლავრის რუსული ეკლესიის მღვდელმთავარს კიევის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

კიევ-პეჩორის ლავრის რუსული ეკლესიის მღვდელმთავარს, პავლო ლებედს კიევის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შინაპატიმრობა, დაპატიმრებით შეუცვალა. სასამართლომ ლებედს პატიმრობის ალტერნატივად, 33 მილიონ 300 ათასი გრივნის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა.

თავად სასულიერო პირი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგად მიიღო და გაასაჩივრებს. ლებედი ამტკცებს, რომ არ აქვს ფული, შეფარდებული გირაოს გადასახდელად.

პავლო ლებედს ბრალი აპრილის დასაწყისში, რელიგიური მტრობის გაღვივებისა და აგრესორი ქვეყნის პროპაგანდის მხარდაჭერისთვის წაუყენეს. 30 ივნისს კიევის სასამართლომ მას 31 აგვისტომდე შინაპატიმრობა შეუფარდა, თუმცა მედიის ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ლებედის უკანონო საქმიანობის ახალი ფაქტები გამოავლინა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,687,701 ნახვა
%d bloggers like this: