საზოგადოება

ალუდა ღუდუშაური აჭარანეტ-ზე განთავსებულ ლგბტ პროპაგანდის ანიმაციაზე – იქ, სადაც ჩვენს შვილებს და მომავალს ეხება საქმე, ვიქნებით პრინციპულებიც, შეუვალებიც, ეს ქვეყანა ღირსეული მომავლისთვის არის განწირული და არა ისე, როგორც ეს ვინმეს წარმოუდგენია

იქ, სადაც ჩვენს შვილებს და მომავალს ეხება საქმე, ვიქნებით პრინციპულებიც, შეუვალებიც, ეს ქვეყანა ღირსეული მომავლისთვის არის განწირული და არა ისე, როგორც ეს ვინმეს წარმოუდგენია – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, აჭარანეტ-ზე განთავსებული ლგბტ პროპაგანდის შემცველი ანიმაციური ფილმის კომენტირებისას. როგორც ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, აღმაშფოთებელი, დაუშვებელი და ამორალურია ბავშვებში ლგბტ პროპაგანდის შემოტანა. მისივე თქმით, საქმე გვაქვს ჩვენს მომავალთან, ბავშვებთან, რომელთა ასაკი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ თვითონ განსაჯონ და გადაწყვიტონ სამომავლოდ, როგორ წარმართონ თავიანთი ცხოვრება. „ეს არის ყოვლად აღმაშფოთებელი, დაუშვებელი და ძალიან ამორალური საქციელი. ჩვენ ყველანი უნდა დავდგეთ საღი აზრის მხარეს. არის რაღაცეები, რომელზეც განსხვავებული აზრი დამღუპველია. მაინტერესებს, ვის აქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით ლოიალური დამოკიდებულება. არ გამიკვირდება, რომ ზოგიერთი ჩემი ოპოზიციონერი კოლეგის კომენტარი მოვისმინოთ, აპოკალიფსი დახატონ. ქართული საზოგადოება, ქართველი ხალხი ისე ვერ გადაიქცევა, როგორც შეიძლება ეს მავანს უნდოდეს, რომ აქ სოდომ-გომორის ცოდვით იყვნენ ადამიანები დაკავებული.

ეს არის წყალგამყოფი, ყველას მოვუწოდებ, დააფიქსირონ თავიანთი მკაფიო პოზიცია ამ უმსგავსობასთან და ამორალობასთან დაკავშირებით. როდესაც ვსაუბრობდით, რომ პროპაგანდა დაუშვებელია, როდესაც პრემიერ-მინისტრმა მაღალი ტრიბუნიდან გააჟღერა ამ შესაძლო საფრთხეებზე, რომელიც ამ ტირაჟირებით ხდება და ჩვენს საზოგადოებას დარტყმის ქვეშ აყენებს, ხედავდით, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ცალკეულ ოპოზიციონერ კოლეგებს, მაგრამ დღეს, როდესაც ეს სრულიად ნათელია, ასეთი აგრესიული ფორმით ხდება ამ ყველაფრის გავრცელება, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ერთ მხარეს, რომ ეს არის დაუშვებელი, ამორალური. იქ სადაც ჩვენს შვილებს და ჩვენს მომავალს ეხება საქმე, ჩვენ ვიქნებით პრინციპულებიც, შეუვალებიც, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ღირსეული მომავლისთვის არის განწირული და არა ისე, როგორც ეს ვინმეს წარმოუდგენია. საქმე გვაქვს ჩვენს მომავალთან, ბავშვებთან, რომელთა ასაკი არ იძლევა იმის საშუალებას რომ თვითონ განსაჯონ და გადაწყვიტონ სამომავლოდ, როგორ წარმართონ თავიანთი ცხოვრება, ასეთ დროს ასეთი პროპაგანდა დაუშვებელია. ჩვენი ვალია ჩვენი მომავლისთვის ვიზრუნოთ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,687,734 ნახვა
%d bloggers like this: