უცხოური მედია

სუროვიკინს უფლებამოსილება ჩამოერთვა, მისი ბედი ჯერ კიდევ წყდება – ანდრეი იუსოვი

უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული ჯგუფის მეთაურის მოადგილე, გენერალი სერგეი სუროვიკინი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფება, მას ნაწილობრივ ჩამოერთვა უფლებამოსილება, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციაში „ვაგნერის“ ლიდერის ევგენი პრიგოჟინის წარუმატებელი აჯანყების შემდეგ  სუროვიკინს ფაქტობრივად ჩამოერთვა უფლებამოსილება.

„თუ მის შემდგომ ბედზე ვისაუბრებთ, ვნახავთ, რომ ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მისი [სუროვიკინის] ბედი ჯერ კიდევ წყდება“, – დასძინა იუსოვმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,081 ნახვა
%d bloggers like this: