უცხოური მედია

ჩეხეთი აშშ-ს საქართველოს მოქალაქეს გადასცემს

ჩეხეთი აშშ-ს კრიმინალურ ავტორიტეტს, საქართველოს მოქალაქეს, აზერბაიჯანში დაბადებულ პოლად ომაროვს გადასცემს. ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. ამის შესახებ ჩეხური გამოცემა Pravo იუწყება.

აშშ-ის პროკურატურა სამ ადამიანს, მათ შორის ომაროვს შეერთებულ შტატებში მცხოვრები ირანელი ჟურნალისტის და უფლებადამცველის, მასიხ ალინეჯადის მკვლელობის მომზადებაში ადანაშაულებს. გარდა ამისა, ჩეხეთის სამართალდამცველი ორგანოების ინფორმაციით, ომაროვი დანაშაულებრივ დაჯგუფებას ხელძღვანელობდა, რომელიც უკრაინასა და რუსეთში აზერბაიჯანულ დიასპორებს ატერორებდა.

აშშ-ში ომაროვის ექსტრადირება რამდენიმე დღეში მოხდება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის, შესაძლოა, საქართველოს ან ყაზახეთის სამართალდამცველ სტრუქტურებს გადაეცეს. ომაროვს 32 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,078 ნახვა
%d bloggers like this: