პოლიტიკა

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა გიული ალასანიას დაქირავებული კომპანიის აქტივობებზე ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.

როგორც ირკვევა, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტების შედგენილია.

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ცნობილი ხდება ის აქტივობები, რომელიც ლობისტურმა კომპანია აკერმანმა განახორციელა:

• ევროპარლამენტისთვის რეზოლუციების დაწერა და ევროპარლამენტისთვის მიწოდება (Drafting proposed resolutions for the EU Parliament);

• კომუნიკაცია ევროპარლამენტის წამების პრევენციის კომიტეტთან დახმარების მისაღებად (Communications with the European Committee for the Prevention of Torture to enlist its help);

• მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტატიების მომზადება (Strategy for and preparation of op-ed concerning Mr. Saakashvili’s situation);

• მაგნიტსკის სიაში სააკაშვილის საქმის შესახებ ჩანაწერის მომზადება და მის შესახებ რელევანტურ პირებთან კომუნიკაცია (Communications concerning inclusion of Mr. Saakashvili’s case in the Magnitsky List and preparation of text and materials);

• კოორდინაცია გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ პირებთან სააკაშვილის შესახებ მასალების გაზიარების მიზნით შემდეგ ადრესატებთან: სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ მაკქოლი (Coordinate with UK officials for transmission of materials to U.S.Secretary of State Antony Blinken and Chairman of the House Committee on Foreign Affairs, Michael McCaul).

• კომუნიკაცია გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ პირებთან, რათა მათ დაარწმუნონ ბლინკენი და მაკქოლი დააწესონ სანქციები საქართველოს წინააღმდეგ (Continued work including communications with UK officials concerning their effort to persuade Sec. Blinken and Rep. McCaul to pursue sanctions against the Republic of Georgia);

• სტრატეგიის შემუშავება ამერიკელი სენატორების დასარწმუნებლად, საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიზნით (Strategy on persuading U.S. Senators to pursue sanctions against the Republic of Georgia);

• ევროპარლამენტის წევრებთან კომუნიკაციის გაგრძელება (Continued communications with members of the EU Parliament);

• საქართველოს მოქმედ პრეზიდენტთან შეხვედრის ორგანიზების მცდელობები მისი ვიზიტი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით (Efforts to arrange meeting with current president of Georgia during his visit to New York, to seek pardon of Mr. Saakashvili).

• კომუნიკაცია აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ პირთან თბილისში და პოლონეთის ოფიციალურ პირებთან, რათა პოლონელ ექიმებს სააკაშვილის მკურნალობის შესაძლებლობა მისცენ (Communications with official of U.S. embassy in Tbilisi, Georgia, andwith officials in Poland, in effort to allow Mr. Saakashvili to betreated by Polish physicians);

• სტატიების მომზადება, მათ შორის Politico-სა და The Guardian-ში გამოქვეყნების მიზნით (Continued work on op-eds, including one published in Politico onApril 7, and proposed piece for The Guardian).

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,791,775 ნახვა