პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე დავით არახამიაზე: ეს უსამშობლო, კორუმპირებული და რუსეთ-უკრაინის ომის ხარჯზე გამდიდრებული არსება, პირადად ხელმძღვანელობს საქართველოს წინააღმდეგ სიცრუის და დეზინფორმაციის კამპანიას

ეს უსამშობლო, კორუმპირებული და რუსეთ-უკრაინის ომის ხარჯზე გამდიდრებული არსება, რომელიც პირადად ხელმძღვანელობს საქართველოს წინააღმდეგ სიცრუის და დეზინფორმაციის კამპანიას, ითხოვს სანქციების დაწესებას, კანდიდატის სტატუსის არ მიცემას, მეორე ფრონტის გახსნას, გვარამიასთან ერთად ხსნის დამნაშავე სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს, კიდევ ბედავს საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს იმაში, რაც სინამდვილეში რადიკალური ოპოზიციის და ,,გლობალური ომის პარტიის” დამსახურებაა, – წერს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე, დავით არახამიას შესახებ.

ბოჟაძის თქმით, ისტორიას ბევრი ქართველი მოღალატე ახსოვს, მათ შორის კი არახამია ერთ-ერთი გამორჩეულია, თუმცა, მისი მცდელობების მიუხედავად ვითარება აირიოს, საქართველოში მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნდება.

“ეს უსამშობლო, კორუმპირებული და რუსეთ-უკრაინის ომის ხარჯზე გამდიდრებული არსება, რომელიც პირადად ხელმძღვანელობს საქართველოს წინააღმდეგ სიცრუის და დეზინფორმაციის კამპანიას, ითხოვს სანქციების დაწესებას, კანდიდატის სტატუსის არ მიცემას, მეორე ფრონტის გახსნას, გვარამიასთან ერთად ხსნის დამნაშავე სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს, კიდევ ბედავს საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს იმაში, რაც სინამდვილეში რადიკალური ოპოზიციის და ,,გლობალური ომის პარტიის” დამსახურებაა. დიახ, რუსეთის ინტერესებშია უკრაინას და საქართველოს შორის შუღლის ჩამოგდება და რა გამოდის? რუსეთის ინტერესებისთვის დაუბრუნეთ მოქალაქეობა სააკაშვილს? ამიტომ გამოაპარეთ უკრაინიდან და შემოაპარეთ საქართველოში მიხეილ სააკაშვილი? ამიტომ გამოაძევეთ ელჩი? ამიტომ იღებს რადა სამარცხვინო რეზოლუციებს? ამიტომ მოგვიწოდებთ სოხუმში და ცხინვალში ,,გასეირნებას”? ამიტომ ითხოვთ კანდიდატის სტატუსის არ მიცემას? ამიტომ ებრძვით საქართველოს? ისტორიას ბევრი ქართველი მოღალატე ახსოვს, თუმცა არახამიას მსგავსი ალბათ იშვიათად მოიძებნება! უსამშობლო არახამიას მსგავსი სამშობლოს მოღალატეების ჯინაზე საქართველოში იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, გავხდებით ევროკავშირის და ნატოს წევრები! ეს დრო გაცილებით მალე დადგება ვიდრე გვგონია, ისევე როგორც სამშობლოს ღალატის მუხლით არახამიას გასამართლების დრო!” – წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,791,085 ნახვა