“ფრანკლინის კლუბი” განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, კლუბის მრჩეველთა საბჭოს სოფო ჭყონია შეუერთდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჭყონია მოდის ექსპერტი და მეცენატია, ასევე ეწევა საქველმოქმედო საქმიანობასაც.
“ფრანკლინის კლუბის მრჩეველთა საბჭოს ახალი წევრი – სოფო ჭყონია შემოუერთდა. სოფო ჭყონია მოდის ინდუსტრიის ექსპერტი და მეცენატია. მისი სახელი, ხელოვნებისა და მოდის სფეროში უამრავ გამორჩეულ პროექტსა თუ ორგანიზაციას უკავშირდება. სოფო ჭყონია არის: ფონდ BENEXT-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი; კრეატიული სააგენტო BE NEXT Paris-ის დამფუძნებელი; ხელოვნებისა და მოდის ფონდის დამფუძნებელი; მოდისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის პროდიუსერი და კრეატიული დირექტორი; თბილისის კულტურული კვირეულის კრეატიული დირექტორი და პროდიუსერი; თბილისის Mercedes Benz Fashion Week-ის კრეატიული დირექტორი; მრავალფუნქციური შემოქმედებითი სივრცის Factory Tbilisi-ის დამფუძნებელი. სოფო ჭყონია საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. მისი დაფუძნებულია საქველმოქმედო ფონდი Be Next-ი, რომელიც დახმარებას უწევს ომისა და რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ ბავშვებსა და ოჯახებს.” – ნათქვამია “ფრანკლინის კლუბის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.