პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი-არავითარი გაერთიანება ეს არ არის, ესაა ვაშაძის და კიდევ რამდენიმე ფიზიკური პირის ჩალიჩი, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის ისინი როგორმე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიან პარტიულ სიაში მოხვდნენ

„ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. არავითარი გაერთიანება ეს არ არის. ეს არის ვაშაძის და კიდევ რამდენიმე ფიზიკური პირის ჩალიჩი, პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით, იმისთვის, რომ ისინი როგორმე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიან პარტიულ სიაში მოხვდნენ 2024 წლის არჩევნებისთვის. ეს არის და ეს თავი და ბოლო ამ ტრაგიკომედიის, რომელსაც ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ დგამს და რომელსაც ისინი ეძახიან გაერთიანებას“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ცაგარეიშვილის განმარტებით, ვერავითარი გაერთიანება, კოალიციის ჩამოყალიბება ვერ მოხდება, რადგან კანონმდებლობით იმპერატიულად ეს აკრძალულია.

„ვერავითარი გაერთიანება, დაბლოკვა, კოალიციის ჩამოყალიბება ჩვენი კანონმდებლობით ვერ მოხდება იმიტომ, რომ ეს არის აკრძალული იმპერატიულად და ნუ ატყუებენ თავისივე ამომრჩეველს და შეცდომაში ნუ შეჰყავთ საზოგადოება. უნდა აღიაროს ვაშაძემ, რომ მან მოიპოვა თავისთვის და სავარაუდოდ თავისი ორი სამი კოლეგისთვის, მისივე ე.წ. პარტიიდან „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ადგილი. ეს არის და ეს. ამას რა დაერქმევა- პრემიერ-მინისტრობის სავარაუდო კანდიდატი, ვიცე-პრემიერობის სავარაუდო კანდიდატი, თუ სხვა „მომხიბვლელ“ სახელს მოუფიქრებს „ნაციონალური მოძრაობა“, ეს მათი გადასაწყვეტია და ჩვენ ისღა დაგვრჩენია აქედან დავაკვირდეთ ამ საკმაოდ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს. მაგრამ ამასობაში ბოლო ორი თვის მანძილზე მეხუთე თუ მეექვსე პრემიერობის კანდიდატია უკვე „ნაციონალურ მოძრაობაში“, დაწყებული საქართველოს მოქალაქეობის არმქონე კრიმინალი სააკაშვილით, დამთავრებული ამ კომიკური ვაშაძით. შუაში იყო კიდევ რამდენიმე პერსონა, იყო ხაბეიშვილზე საუბარი, არის გვარამიაზე და კიდევ რამდენიმე ადამიანზეა საუბარი. ვერ გარკვეულან ჯერ, რა უნდათ ერთმანეთისგან.

ამასობაში, იმ ჯგუფში, რომელიც საქართველოს პარლამენტში იყო რეგისტრირებული, რომელსაც თუ არ ვცდები, რეფორმების ჯგუფი ერქვა, სადაც რამდენიმე პოლიტიკოსი და პარტია იყო გაერთიანებული, იქიდან აგდებენ ვაშაძეს მანჯგალაძესთან ერთად. თქვენ ნახეთ ქალბატონი სამნიძის, აქუბარდიას შეფასებები და პირდაპირ ეუბნებიან, რომ გადაბრძანდით რამდენიმე რიგით წინ, იქ არის თქვენი ადგილი სხდომათა დარბაზში. ჩვენთან თქვენ ვეღარ იქნებით, რაც პრინციპში ლოგიკურიც არის იმიტომ, რომ ისე გამოჩნდა, ვაშაძის ეს გადაწყვეტილება თანაჯგუფელებთან არ იყო შეთანხმებული პარლამენტში, მათ ზურგს უკან მოხდა ეს ყველაფერი.

სხვათა შორის, გულისტკივილით აღნიშნავს ქალბატონი სამნიძე, რომ ეს მეორედ მოხდა უკვე. პირველ ჯერზე გახსოვთ, გაურკვეველი ჯგუფი შეიქმნა ხოშტარიას და ჯაფარიძის მონაწილეობით. ისინიც მიატოვა შუა გზაში, სადღაც კვიპროსის მიდამოებში. ეტყობა კეზერაშვილის ალაყაფის კართან იყვნენ ეს ადამიანები ხელ გამოწვდილები, გაქანდა და პირდაპირ სააკაშვილის უბეში აღმოჩნდა, სადაც არის მისი ადგილი.

სინამდვილეში, მინდა გითხრათ, რომ გიორგი ვაშაძე ყოველთვის იყო სააკაშვილის ამ დანაშაულებრივი, საშინელი, აღვირახსნილი, არაადამიანური რეჟიმის ერთ-ერთი შემქმნელის, მთავარი არქიტექტორის, ადეიშვილის ხელის ბიჭი და მის ჩრდილში გამოიზარდა. რად გამოიზარდა კი ხედავთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადეიშვილის ხელწერა არის და შეიძლება უფრო სიღრმისეული პრობლემები გამოჩნდეს იქ. როცა „პრემიერობის“ კიდევ ერთი მომხიბვლელი კანდიდატი გამოჩნდა ჰორიზონტზე გვარამიას თაოსნობით, მაშინ აღმოჩნდა ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“. მე ხელს გიბიძგებთ, რომ ამ მიმართულებითაც იაზროვნოთ- რატომ ემთხვევა ასეთი რაღაცები ერთმანეთს და რაშია საქმე. ისე რომ, მთელი ეს უშნო ფუსფუსი სააკაშვილის და ადეიშვილის კართან გამოიწვევს ამ ადამიანების საშინელ მარცხს.

ეს გაუგებარი ნაბიჯები ყელში ამოუვიდა საზოგადოებას და გარწმუნებთ ნაკლებად აინტერესებს ვინ ვისთან ერთიანდება, უბრალოდ რადგანაც ჩვენ აქ ვართ და ვაკვირდებით ამ პროცესს, ჩვენი ვალდებულებები გაგვაჩნია ამაზე, რაღაც რეაგირება მოვახდინოთ და ჩვენი დამოუკიდებელი შეფასება გვქონდეს, თორემ დამერწმუნეთ ნაკლებად აღელვებს ვინ ვისთან გაერთიანდება. საზოგადოება სხვა რამეზე ფიქრობს. ფიქრობს უმთავრესზე-მშვიდობაზე, რომ მშვიდობა იყოს ამ ქვეყანაზე, ამ საშინელ დროში, რაშიც ყველას ერთად გვიწევს ცხოვრება“-განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,790,310 ნახვა