უცხოური მედია

პოლონეთის ექსპრეზიდენტმა ლეხ ვალენსამ  ლუდის აბაზანა მიიღო

პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლეხ ვალენსამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ასახულია, თუ როგორ ბანაობს ლუდით სავსე აბაზანაში. ექსპრეზიდენტმა დააზუსტა, რომ პროცედურა 19 ივლისს ჩაიტარა.

Fakt-ის ინფორმაციით, ლუდის აბაზანაში ბანაობამ სოციალური ქსელის მომხმარებლების პოზიტიური რეაქციები გამოიწვია. პოლონური პორტალი აღნიშნავს, რომ ეს პროცედურა სასარგებლოა კანისთვის, აქვს განტვირთვის ეფექტი და ამცირებს არტერიულ წნევას.

„ფასები დამოკიდებულია იმაზე, თუ სად მდებარეობს სპა და რამდენი ადამიანი ეტევა ჯაკუზიში. მაგალითად, ვარშავაში საათი 47,8 დოლარი, VIP ჯაკუზის შემთხვევაში, ფასი 73 დოლარამდე იზრდება და მასში 6 ადამიანი ბანაობს, თუმცა ყოველ მათგანზე კიდევ 12, 6 დოლარი ემატება. კრაკოვში პროცედურა საათში 50 დოლარი ღირს და შესაძლებელია, 2 ადამიანის ერთად ბანაობა ლუდით გავსებულ აბაზანაში“,-ნათქვამია სტატიაში.

ლუდის აბაზანა 20 წუთის განმავლობაში გრძელდება. ამის შემდეგ ადამიანმა 30 წუთი უნდა დაისვენოს .

მანამდე ლეხ ვალენსა ამბობდა, რომ მას არ ყოფნის პენსია და იძულებულია, დამატებითი შემოსავლის წყარო ეძებოს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,975 ნახვა
%d bloggers like this: