პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ნულოვანი ბარიერი იყო შუალედური, რომ დავხმარებოდით ოპოზიციას განვითარებაში. მათ ეს დახმარება გაიგეს ისე, რომ “ქართული ოცნება” როგორმე  რევოლუციური გზით უნდა გამოიყვანონ პარლამენტიდან

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ, ნულოვანი ბარიერის 5%-მდე გაზრდის მიზეზებზე საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა. თალაკვაძის განცხადებით, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების მიზანია ქვეყანაში საქმიანი, სერიოზული პარტიების და ინსტიტუციების ჩამოყალიბება, რის საშუალებასაც ნულოვანი ბარიერი არ იძლევა.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების დასახმარებლად შემოღებული ნულოვანი ბარიერი, ხელისუფლების ოპონენტებმა განვითარებისთვის ვერ გამოიყენეს და მთელი დროის მანძილზე ცდილობდნენ „ქართული ოცნება“ რევოლუციური გზებით გამოეყვანათ პარლამენტიდან.

„ჩვენ გააზრებულად მივიღეთ ევროპული კონსტიტუცია. ეროვნულ პრინციპებზეა ჩვენი კონსტიტუცია დაფუძნებული, მაგრამ დემოკრატიის და ელექტორალური თვალსაზრისით აბსოლუტურად ევროპულ მოდელს ვიზიარებთ, ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ როდესმე ამ ქვეყანაში უნდა მოხდეს სერიოზული, საქმიანი, სანდო პოლიტიკური პარტიების და ინსტიტუციების ჩამოყალიბება და ეს, ნულოვანი ბარიერით ვერ მოხდება. ნულოვანი ბარიერი იყო შუალედური, რომ დავხმარებოდით ოპოზიციას განვითარებაში. მათ ეს დახმარება სხვანაირად გაიგეს, გაიგეს ისე, რომ უნდა დაირაზმონ და “ქართული ოცნება” როგორმე არა არჩევნების, არამედ  რევოლუციური გზით უნდა გამოიყვანონ პარლამენტიდან და აგერ უკვე მოადგათ ახალი არჩევნები კარს. რადგან ის დრო გაფლანგეს და ის დაფინანსებაც, მე არ ვიცი რაში გამოიყენეს, ალბათ თვითონ იციან, ახლა აღმოჩნდნენ ძალიან მწირი არჩევანის წინაშე. შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი არჩევანი აქვთ: თუ არ გაერთიანდნენ, ვაშაძე თუ არ დაბრუნდა თავის პარტიაში,დარჩებიან პარლამენტის მიღმა.“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,791,789 ნახვა