უცხოური მედია

ევგენი პროგოჟინმა ბელარუსში კომპანია დააფუძნა

ევგენი პრიგოჟინმა ბელარუსში უძრავი ქონების მართვის კომპანია დააფუძნა.

სამხედრო ფორმირება „ვაგნერის“ დამაარსებელმა შეზღუდული პასუხისმდებლობის მქონე საზოგადოება „კონკორდ მენეჯმენტი და კონსალტინგი“ 19 ივლისს დააფუძნა, ამის შესახებ ინფორმაცია Reform܂by-ს ჟურნალისტებმა მოიპოვეს. 

კომპანიის საწყისი კაპიტალია 200 ბელარუსული რუბლი (80 დოლარი), ნათქვამია ბელარუსის იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტებში. რეგისტრაციის ადგილად დასახელებულია სოფელი ცელი, სადაც „ვაგნერის“ საველე ბანაკი მდებარეობს. აქ 23-24 ივნისის მოვლენების შემდეგ დაქირავებული მებრძოლები გადაიყვანეს.

კომპანიის გენერალური დირექტორი თავად პრიგოჟინია, თუმცა მფლობელად რუსული კომპანია „კონკორდ მენეჯმენტი და კონსალტინგი“ არის მითითებული, რომლის მფლობელიც ასევე „ვაგნერის“ დამფუძნებელია. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,687,722 ნახვა
%d bloggers like this: