პოლიტიკა

მეგი გოცირიძე: არ ვცემ პატივს ქართულ ჯარს, არც მეიმედება- 100 სამხედრო როგორ არ არსებობს, ვინც სათქმელს იტყოდა

„ნაცმოძრაობის“ წევრი, ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„არ მჯერა იმ ჯარისკაცის , ვინც რუსული , მშრალი სუპის ჭამაზე უარს არ ამბობს და სახეში არ აზელს მინისტრს! როგორ შეიძლება ასი სამხედრო არ არსებობდეს , ვინც გაერთიანდებოდა , ერთობლივ პრესსკონფერენციას მოიწვევდა და სათქმელს იტყოდამეთქი ვაპირებდი დამეწერა, მაგრამ იქვე გამახსენდა, რომ ასეთი ასი კი არა , ათი კაცი რომ არსებობდეს, აქამე ათჯერ მიწერდა მთავარსარდლად წოდებულ, მოღალატე, პუტინის დაქირავებულ ქილერ-ზურაბიშვილს და პუტინის ტყვეობაში მყოფი მთავარსარდლის განთავისუფლებას მოსთხოვდა, ამიტომ არ ვენდობი იმ ქართულ ჯარს, რომელიც უარს არ ამბობს რუსულ დიზელზე, რუსულ სუპსა , ზეთსა თუ კეტჩუპზე და ზოგადად, რუსულ ხელისუფლებაზე, რომელმაც არ გააპროტესტა მათივე მთავარსარდლის მიერ გაკეთებული განცხადება, რითაც შეურაცხყო ქართული ჯარი, არ ვცემ პატივს და არც მეიმედება , რაც ჩემთვის პირადი ტრაგედიაა!!“,-წერს გოცირიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,790,319 ნახვა