უცხოური მედია

ოდესაში 50-მდე შენობა დაზიანდა, მათ შორის საბერძნეთის საკონსულო – ზელენსკი

ოდესაში, რუსული ძალების მხრიდან სარაკეტო თავდასხმის შედეგად 50-მდე შენობა დაზიანდა, მათ შორის საბერძნეთის საკონსულო. 

ფაქტს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და თქვა, რომ ოდესაში 50-მდე შენობა დაზიანდა, მათგან 25 არქიტექტურული ძეგლია.

„ამ რაკეტების სამიზნე არ არის მხოლოდ ქალაქები, სოფლები ან ხალხი. მათი მიზანია კაცობრიობა და მთელი ჩვენი ევროპული კულტურის საფუძვლები. ოდესაში 50-მდე შენობა დაზიანდა, მათგან 25 არქიტექტურული ძეგლია. ისტორიული ცენტრი, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც UNESCO-ს მფარველობის ქვეშ იყო. დაზიანდა საბერძნეთის საკონსულოს შენობაც და ეს უკვე მეორე საკონსულო ოფისია ოდესაში, რომელსაც რუსულმა ტერორმა დაარტყა. 3 დღის წინ კიდევ ასეთმა თავდასხმამ ჩინეთის საკონსულოს შენობა დააზიანა.

რუსეთი თავისი ტერორით მხოლოდ ერთ რამეს აახლოვებს – ისტორიიდან მის დემონტაჟს. ჩვენ ვამზადებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს ჩვენი პარტნიორებისგან. ეს არის მეტი საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის, მეტი არტილერია, მეტი შორი დისტანციის იარაღი, ყველაფერი, რაც რუსი ტერორისტების დამარცხებას აახლოვებს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,791,085 ნახვა