პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი – ალბათ, საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ე.წ. „რუსული კანონის“ კლიშე იყო აბსოლუტურად მოგონილი -კანონპროექტს, რომელიც პარლამენტს უნდა განეხილა, ერთადერთი მიზანი ჰქონდა: „ენჯეო“ სექტორის გამჭვირვალობა

ვისურვებდი გულწრფელად, ჩვენს ქვეყანაშიც მოქმედებდეს ისეთი კანონმდებლობა, რომელიც “ენჯეო” სექტორის გამჭვირვალობის საკითხს ისეთივე მაღალ თამასას მისცემდა, როგორც ეს არის შეერთებულ შტატებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის ეთერში ისაუბრა.

მისი განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ერთადერთი მიზანი ჰქონდა – არასამთავრობო სექტორის დაფინანსების გამჭვირვალობა. მათიკაშვილის თქმით, საინტერესოა, რატომ არ ისურვეს დასავლელმა პარტნიორებმა რომ ეს საკითხი საქართველოშიც გამჭვირვალე ყოფილიყო და რატომ უწოდეს მას „რუსული კანონი“.

“ალბათ, საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ე.წ. „რუსული კანონის“ კლიშე იყო აბსოლუტურად მოგონილი და შეთითხნილი. კანონპროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტს უნდა განეხილა და იხილავდა კიდეც, ერთადერთი მიზანი ჰქონდა –  ეს იყო „ენჯეო“ სექტორის გამჭვირვალობა, საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა, ისეთივე, როგორიც ეს გააჩნია მთავრობას. ხელისუფლების საქმიანობა არის მაქსიმალურად გამჭვირვალე, კარგად იცით, რომ საქართველო პირველ ადგილზეა სწორედ ხელისუფლების გამჭვირვალობის კუთხით, უპირველეს ყოვლისა, ფინანსებზეა საუბარი. მაგრამ “ენჯეო” სექტორი არის ჩრდილში  და მცდელობა როდესაც ჰქონდა საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას იმისა, რომ ეს საკითხიც მსგავსად გამჭვირვალე ყოფილიყო, საუბარი მაქვს “ხალხის ძალის” მიერ შემოტანილ კანონპროექტზე, კარგად გახსოვთ, რა შედეგები მოჰყვა ამ ყველაფერს. არ ისურვეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ჩვენთან გამჭვირვალე ყოფილიყო ეს საკითხი, საინტერესოა რატომ. კარგად მახსოვს, ქარბატონი ელჩის კომენტარები, როდესაც აშშ-ში მოქმედ კანონსაც რუსულ კანონს უწოდებდა იმ კონტექსტით, როდესაც ის საქართველოში იმოქმედებდა და ამას ახსნა არ გააჩნია.“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,790,313 ნახვა