Uncategorized

ირაკლი კობახიძე: ამერიკაში მოქმედებს “რუსული კანონი”, ეს არის FARA-ს კანონი და მადლობა ამ კანონს იმისთვის რომ მან კიდევ ერთხელ გააშვიშვლა “ნაცმოძრაობის” სახე

FARA-ს რაც შეეხება, პირდაპირ გამომჟღავნდა ის, რომ “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები ფულს იხდიან ქვეყნის დასანქცირებაში, საქართველოს დასანქცირებაში, ეს არის უბრალოდ კატასტორფა,  – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულმა დოკუმენტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ღალატის პარტიაა, ვინაიდან პარტიის წარმომადგენლები, საქართველოსთვის სანქციების დაწესებაში იხდიდნენ თანხას.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქართულმა საზოგადოებამ, ამერიკაში მოქმედი კანონით, რომელსაც საქართველოში “რუსული კანონი” უწოდეს, კიდევ ერთხელ დაინახა “ნაციონალური მოძრაობის”  ნამდვილი სახე.

“ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ნაცმოძრაობა არის როგორც ომის, ასვეე ღალატრის პარტია, პირდაპირ მოღალატეები და აგენტები არიან, სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია. თქვენ იცით, რომ ამერიკაში მოქმედებს “რუსული კანონი”, ეს არის ფარას კანონი და მადლობა ამ კანონს იმისთვის, რომ მან “ნაცმოძრაობის” სახე კიდევ ერთხელ გააშიშვლა. ამერიკაში მოქმედი “რუსული კანონის” წყალობით გახდა ცნობილი ის, რომ “ნაცმოძრაობა” ფულს იხდიდა ქვეყნის გაშავებაში, ეს არის წარმოუდგენელი მოვლენა, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკელებს “რუსული კანონისთვის”.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე- კაცი არის პატიმარი და ციხეშიც კი არ არის. ასეთ დროს კიდევ ჩვენ რომ გვიკეთებენ მინიშნებებს, არასწორია. ისეთი განცხადებები უნდა გაკეთდეს, რომლებიც არ წაახალისებს თვითდაზიანებას სააკაშვილის მხრიდან „კაცი არის პატიმარი, ეკუთვნის ციხეში ყოფნა და ციხეშიც კი არ არის, კიდევ ჯანმრთელობაზე რომ მიდის მინიშნებები, როდესაც საკუთარ თავს იზიანებდა ეს ადამიანი ჯერ გამოცხადებული და მერე გამოუცხადებელი შიმშილობით, ასეთ დროს, კიდევ ჩვენ რომ გვიკეთებენ მინიშნებებს ეს უბრალოდ არასწორია. ისეთი განცხადებები უნდა გაკეთდეს, რომლებიც არ წაახალისებს თვითდაზიანებას სააკაშვილის მხრიდან“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. „წარმოუდგენელია. კაცი არის პატიმარი და ციხეშიც კი არ არის. ის არის უკიდურეს კომფორტში, კერძო კლინიკაში მთელი ამდენი ხნის განმავლობაში. თქვენ ნახეთ ვიდეო კადრებიდან როგორია მედპერსონალის დამოკიდებულება მის მიმართ და საპირისპიროდ, როგორია სააკაშვილის დამოკიდებულება მედპერსონალის მიმართ. ასეთ დროს კიდევ დამატებითი მინიშნებები რომ კეთდება უბრალოდ არასწორი და არაეთიკურიც არის ეს ყველაფერი“-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,791,028 ნახვა