პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე- მარგველაშვილი ვინც არის ყველამ ძალიან კარგად იცის, აქედან ჩანს მისი სახე, ასეთი ადამიანები არ შეესაბამება ქართულ პოლიტიკურ კულტურას

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს 11 500 დოლარი სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ პეტიციაზე მუშაობისთვის ჩაერიცხა.

კობახიძის თქმით, აქედან ჩანს გიორგი მარგველაშვილის სახე და არ შეიძლება ასეთი ადამიანები, იყვნენ პოლიტიკაში.

„მარგველაშვილი რაც არის და ვინც არის ყველამ ძალიან კარგად იცის. როდესაც მას უთხრეს რომ 10 500, თუ რამდენი იყო, დოლარი ჰქონდა აღებული სააკაშვილის ქომაგობაში, მან ერთადერთი ასეთი რაღაცა თქვა, რომ 10 500 დოლარად როგორ გავიყიდებოდიო. ანუ, გაყიდვა დაუშვა. აქედან ჩანს მისი სახე, ასეთი ადამიანები არ შეიძლება იყვნენ ქართულ პოლიტიკაში, ასეთი ადამიანები არ შეესაბამება ქართულ პოლიტიკურ კულტურას“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,791,085 ნახვა