უცხოური მედია

აშშ-ის დაზვერვა: რუსეთში დრონების წარმოება უკრაინაში მიმდინარე ომზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს

აშშ-ს დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლების ინფორმაციით, რუსეთი, ირანის დახმარებით, დრონების მწარმოებელ ობიექტს აშენებს, რამაც, დასრულების შემდეგ, შესაძლოა, უკრაინაში მიმდინარე ომზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს.

აშშ-ის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს ანალიტიკოსებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ქარხანა, რომელიც ამჟამად მშენებლობის პროცესშია, სავარაუდოდ, რუსეთს მიაწვდის დრონების ახალ მარაგს, რომელიც გაცილებით დიდი რაოდენობის იქნება, ვიდრე მან ირანიდან დღემდე იყიდა.

შეერთებულმა შტატებმა აპრილში გამოაქვეყნა თანამგზავრის საშუალებით გადაღებული სურათები, რომელზედაც, სავარაუდოდ, ის ტერიტორია იყო აღბეჭდილი, სადაც დრონების წარმოების ქარხნის მშენებლობა იგეგმებოდა. ანალიტიკოსების შეფასებით, ირანი რეგულარულად აგზავნის აღჭურვილობას რუსეთში, რათა მას ობიექტის მშენებლობაში დაეხმაროს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,975 ნახვა
%d bloggers like this: