პოლიტიკა

თამარ კორძაია – ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი მზად იყო, მთელი რაჭის ტერიტორიაზე ერთ კვ. მეტრი 45 დოლარად აეღო, მაგრამ ხელისუფლებამ რუს ბიზნესმენს 11 ლარად გადასცა

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ყველაზე დიდი რუსული პროექტი ხორციელდება, ოპოზიციონერი დეპუტატები რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის ტერიტორიაზე ვიმყოფებოდით და იმ ტერიტორიებს ვათვალიერებდით, რომლებიც საქართველოს მთავრობამ რუსი ოლიგარქების გავლენის ქვეშ მყოფ კომპანიებს 49 წლით სამართავად გადასცა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ტერიტორიის მასშტაბია – 104 712 კვ.მ-ია, რაც საქართველოს ტერიტორიის 4,1 პროცენტია.

„ეს ტერიტორიები დავით ხიდაშელს გადაეცა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები კარგად იცნობენ, როგორც დავით გარეჯის კონფლიქტის ინიციატორსა და შემოქმედს. ასევე, არასანდო პარტნიორს იმიტომ, რომ მან ახტალაში ინვესტიციების განხორციელების მიზნით სასტუმრო იყიდა და მას ეს ვალდებულებები არ შეუსრულებია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთი სამართლებრივი დავა არის სასამართლოსა და პროკურატურაში, თუმცა დავით ხიდაშელი ხელშეუხებელი ადამიანია და არც ერთი საკითხი წინ არ დაძრულა. დავობენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, ადგილობრივი მაცხოვრებლები. რაჭაში, ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მიწების, ტყეების, იქაური მცხოვრებლების ინტერესების ხელყოფა ხდება რუსი ბიზნესმენების ინტერესების ხარჯზე, რაც არის ქვეყნის მტრობა და ღალატი. ღალატი გამოიხატება იმაში, რომ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი მზად იყო მთელი რაჭის ტერიტორიაზე ერთ კვ. მეტრი 45 დოლარად აეღო და ეს ტერიტორიები თავისი ეკოსისტემებით დაეცვა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ რუს ბიზნესმენს, დავით ხიდაშელს 11 ლარად გადასცა. თუნდაც ამით ჩანს პრიორიტეტები და ის, რომ ხელისუფლებას მოქალაქეების ინტერესები არ აინტერესებს. ამ საკითხის შესწავლას ვიწყებთ, რადგან საგანგაშო ვითარებაა“, – განაცხადა კორძაიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,791,028 ნახვა