“ძლივს დავინახე ის ადამიანები ერთად შეკოწიწებული, ვინც ძალიან მომწონდა; ამ გაერთიანებაში მეც მიხილავთ” – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა პალიტრანიუსის ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი ვაშაძესთან ურთიერთობაში რაღაც წყენები ახსოვს, თუმცა „გამარჯვების პლატფორმის“ ფორმირებაში თავიდანვე ჩართული იყო.
„მე შემიძლია გითხრათ, რომ თაკო ჩარკვიანი, „კანონი და სამართალი“ ამ გაერთიანებაში აუცილებლად იქნება“,-აცხადებს თაკო ჩარკვიანი.
მან ნიკა მელიაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მელიასთვის მისაღებია ახალაიას ფრთა, ხოლო კეზერაშვილის ფრთა მანამდე იყო მისაღები, ვიდრე მის ნაჩუქარ ჯიპზე იჯდა.
Facebook Comments Box