პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე – თუ სააკაშვილის ლობისტებმა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს შეგნებულად დააბრალეს ამ საკითხებში თანამონაწილეობა, ეს არანაკლებ რთული ვერსიაა, რომელიც განმარტებებს მოითხოვს, ჩვენ ყოველთვის ვითხოვთ სიმართლეს


აშშ-ს საელჩოს რიგითი თანამშრომლის ვალდებულებაც არის, რომ ორი ქვეყნის ნაშენებ ურთიერთობებს მოუფრთხილდეს, არა მხოლოდ ჩვენი. ჩვენ ვუფრთხილდებით, ძალიან მოზომილები ვართ ჩვენს განცხადებაში და ერთი წამით არ ვცდებით ობიექტურობის ჩარჩოებს, რაც წერია, მხოლოდ იმაზე ვსაუბრობთ, დასკვნებს არ ვაკეთებთ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE”- ში განაცხადა. მისი თქმით, მათაც, ჩვენ მეგობრებს და განსაკუთრებით მის წარმომადგენლებს ეს ვალდებულება აქვთ და ამ ვალდებულების ფარგლებში დეტალურად უნდა გაირკვეს სიმართლე.

„ერთი შემთხვევაც – თუ მართლაც ჩარეული იყო საელჩოს თანამშრომელი, ძალიან ცუდი და დამაზიანებელია ამ ურთიერთობებისთვის და მეორე შემთხვევაც – შეიძლება კიდევ უფრო დიდი სკანდალი აღმოჩნდეს, თუ შეგნებულად, განზრახ აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს სააკაშვილის ლობისტებმა დააბრალეს ამ საკითხებში თანამონაწილეობა, ეს აბსოლუტურად სხვაგან მიდის და არანაკლებ რთული ვერსიაა, რომელიც განმარტებებს მოითხოვს. ამიტომ გაირკვეს სიმართლე, ჩვენ ყოველთვის ვითხოვთ სიმართლეს“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ამასთან, როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, არავის უთქვამს წამოცდენის დონეზეც კი, რომ ფული აიღო საელჩოს თანამშრომელმა. „ეს არავის დაუბრალებია, საელჩოს განცხადებაში რატომღაც იყო, თითქოს ფულის აღება მის თანამშრომელს ბრალდებოდა. ჩვენი არც ერთი სპიკერის მხრიდან ასეთი ინფორმაცია გახმოვანებული არ ყოფილა. ჩარევაზე კი ბატონო, მეც და სხვებმაც, ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ იმაზე, რომ ძალიან სამწუხაროა, ცუდია და განმარტებები ჭირდება იმას, რომ საელჩოს თანამშრომელთან შედგა არაერთი კონტაქტი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,791,015 ნახვა