უცხოური მედია

ICC-ის მოსამართლეზე, რომელმაც პუტინის დაკავების ორდერი გასცა, რუსეთმა ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლე ტომოკო აკანეზე ძებნა გამოაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამთავრობო მედია Ria ავრცელებს.

ტომოკო აკანე ჰააგის სასამართლოს იმ პალატის წევრია, რომელმაც 2023 წლის მარტში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.

მათივე ცნობით, იაპონელი მოსამართლე “რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად” იძებნება, თუმცა მუხლი დაკონკრეტებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინელი ბავშვების გატაცებისა და უკანონო დეპორტაციისთვის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი 17 მარტს გამოსცა. ორდერი ასევე გაიცა ბავშვთა საკითხებში რუსეთის ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც. მოსკოვი ICC-ის იურისდიქციას არ აღიარებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,072 ნახვა
%d bloggers like this: