„ნაცმოძრაობის“ წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ნწ, ნწ, ნწ – ეს რა მომხდარა , რუსული გემი შემოსულა ბათუმში )))
რა გემი ხალხო, პირდაპირ რუსთაველზე, პარლამენტში გისხედან რუსი დეპუტატები და კანონებს იღებენ, კანცელარიაში გიზით რუსი #ირაყლა, პუტინის ნამესტნიკი გმართავთ რუსეთის საელჩო/შუშის კოლბიდან, ჯარი და პოლიცია რუსულია, ხელფასებს ვუხდით ყველა ზემოთ ხსენებულს ქვეყნის გარუსებასა და რუსეთში შეთრევაში 11 წელია და კარგით მართლა რა, არ გინდათ ეს ყალბი აღშფოთება/შეშფოთება! რუსულ საოკუპაციო რეჟიმს ტყვედ ჰყავს მთავარსარდალი აყვანილი და ფეხები ვერ მოვჭამეთ რუს ბარისას, ვერ გამოვეტიეთ სახლებიდან და ცხვირით ვერ მოვახვნევინეთ ქართული მიწა ! დავაი მართლა რაა, თქვენი დუქნის ლომობა არ გაიშვას, სასაცილოდ გამოვიყურებით და ამიტომაც დაგვცინიან .
რუსეთში ვართ საკუთარი სურვილით და სადაც უნდათ იქ შევლენ რუსები, რითაც გაუხარდებათ იმით შევლენ , სადაც მოისურვებენ, იქ გახსნიან სკოლას, ბაღსა თუ კაფე_რესტორანს თავიანთ სტანცია გენაცვალეში და ფეისბუკლომებს რომ არაფერს შეგითანხმებენ და არც იმ ას თუ ორას პროტესტანს, ამას ვინც ვერ ხვდება, ვერც ვერაფერს მიხვდება კლავიატურას ჩაფრენილი და ფეისბუკზე მოგებული ომები ისტორიაში რომ არ შევა, მგონი ბევრს არ ესმის, რეალური ომი და ბრძოლა იყო გასამართი და მოსაგები, რის გამოც ჩამოვიდა მიშა და თავი შესწირა მანქურთებთან ბრძოლას კი არა და ომს, მაგრამ რად გინდა , უამრავი თანამოაზრე ჰყავს მიშას, მაგრამ თანამებრძოლი კი თითზე ჩამოსათვლელი ..“,-წერს მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში.