სამართალი

პენსიონერ მამას ვიცავდი – მწერალმა ვერაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის დეტალებზე ისაუბრა

დავით გაბისკირიამ 38 წლის ბიზნესმენის დაჭრის მოტივად პენსიონერი მამის დაცვა დაასახელა. 

მწერალი ამტკიცებს, რომ ტატო გურგენიძე მისი პენსიონერი მამის მოკვლას დანით ცდილობდა, გააშველა, რა დროსაც გაისროლა. დაჭრის ფაქტის შემდეგ კი, მწერალს არ დაუმალვას, რომ იარაღი გადააგო და თავი მონასტერს შეაფარა.

სხდომათა დარბაზში დღეს ბრალდებულმა ბიზნესმენთან დაპირისპირების მოტივზეც ისაუბრა და დაადასტურა რომ დავის საგანი კორპუსის მშენებლობა გახდა.

გაბისკირია ასევე ასახელებს კიდევ ერთ ფიგურანტს, გიორგი ახობაძეს, რომელიც მისი თქმით, ტატო გურგენიძეს ახლდა და ამბობს, რომ სწორედ ახობაძეს ჰქონდა მწვავე რეაქცა ბიზნესზე საუბრისას.

დარღვევების დასადგენად იურისტთან მივედით, მივმართე მამაჩემს, იმ ორ ადამიანს და იურისტს – მივყვეთ კანონს, თქვენი დარღვევები მერიამ ჩამოაყალიბა, ჯარიმები დღემდე არ გადაგიხდიათ, ეს უნებართვო მიშენებები, სადარბაზოს მაგივრად ოთახი მიიშენესთქო.  ამან გამოიწვია დინამიტივით აფეთქება გიორგი ახობაძის, 2 წუთის შემდეგ ორივემ დაუწყო ყვირილი მამაჩემს.

პირველი გასროლა მოვახდინე კედელში, არ გაჩერდა გააგრძელა სვლა ჩემსკენ დანით. ამ დროს ვესროლე მეორეჯერ. წამოდგა გურგენიძე და წავიდა. ამის შემდეგ კიდევ საუბარი გავაგრძელეთ საქმეზე. ამ დროს ქვევიდან დაზარალებულმა დაუძახა. მამაჩემი წამოვიყვანე. აბაშიძეზე ნაცნობის სადარბაზოში შევაგდე იარაღი და წავედი მონასტერში. მამა სერაფიმემ მირჩია ჩავბარებულიყავი. მიმალული არ ვიყავი, თავად ჩავბარდი და ჩავაბარე იარაღი” .- თქვა გაბისკირიამ სასამართლოზე.

გახმაურებული საქმის პროცესი სასამართლში ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოსამართლემ გაბისკირია პატიმრობაში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი მწერალი  ბიზნესმენ ტატო გურგენიძის დაჭრის გამო დააკავეს, მას გაბისკირიამ კაბინეტში 5 ტყვია ესროლა. სისხლიანი გარჩევის მოტივი ვერაზე დაწყებული კორპუსის მშენებლობა გახდა. ერთ-ერთი ვერსიით ბიზნესმენმა კორპუსი მწერლის ოჯახის მიწაზე ააშენა შემდეგ კი,  ვალდებულება არ შეასრულა, რასაც სროლა და დაპირისპირება მოჰყვა

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,075 ნახვა
%d bloggers like this: