ხელოვნება და კულტურა

ღორი პიგკასოს აბსტრაქტული ნახატები 1 მლნ დოლარად გაიყიდა

ღორმა, სახელად პიგკასო, რომელმაც სახელი აბსტრაქტული ნამუშევრების შექმნით გაითქვა, 1 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. 

შინაური ცხოველის პატრონი ჯან ლეფსონი ამბობს, რომ ღორი 2016 წელს ცხოველთა სასაკლაოზე დაკვლისგან გადაარჩინა, როდესაც პიგკასო ჯერ გოჭი იყო. ინფორმაციას „ბიზნეს ინსაიდერი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პატრონმა ღორს ხატვისადმი „მიდრეკილება“ მაშინ შეატყო, როდესაც პიგკასომ მაგიდაზე ყველაფერი შეჭამა და დაღრღნა, მაგრამ ხელი არ ახლო ფუნჯებს და საღებავს. 

ამის შემდეგ ლეფსონმა ღორისთვის სპეციალური ფუნჯი დაამზადებინა, რომელსაც პირში იდებდა, ღორის სადგომში დახოხავდა და აჩვენებდა პიგკასოს, როგორ უნდა დაეხატა.

„ყველაზე დამაინტრიგებელი მომენტი იყო, როდესაც პიგკასომ თავად შექმნა დაუჯერებელი ფიგურები- გული, ინიციალები, ციფრები“,-ამბობს ღორის პატრონი.

მისი თქმით, პიგკასოს ნახატები შეიძინეს ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა და ბრიტანელმა მსახიობმა ედ ვესტვიკმა. გარდა ამისა, ნახატები გამოიყენა Swatch-მა საათების ციფერბლატებზე , რომელიც 2019 წელს თითო 1000 დოლარად იყიდებოდა.

ლეფსონის თქმით, პიგკასოს ერთი ნამუშევრის ღირებულება 26 ათასი დოლარია. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,791,803 ნახვა