უცხოური მედია

კაჩინსკი: ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა უნდა გაიაზრონ, რომ პოლონეთი ვერ გაწირავს თავის სოფლის მეურნეობას

პოლონეთი უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას ძალაში ტოვებს.

ქვეყნის ვიცე პრემიერ-მინისტრის, იაროსლავ კაჩინსკის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სფეროს დაცვის მიზნით, პოლონეთი უკრაინულ მარცვლეულს ქვეყანაში 15 სექტემბრის შემდეგაც არ შეუშვებს. მისი თქმით, უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა ევროკავშირის დონეზე თუ არ გაგრძელდება, ამას ვარშავა დამოუკიდებლად გააკეთებს.

„პოლონეთი ვერ გაწირავს თავის სოფლის მეურნეობას და ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა ეს უნდა გაიაზრონ“, – განაცხადა კაჩინსკიმ.

ამასთან, პოლონეთის ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ პოლონეთი უკრაინას პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით აქტიურად ეხმარება.

„ჩვენ გვინდა, რომ მათ მოიგონ ეს ომი“, – განაცხადა კაჩინსკიმ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,077 ნახვა
%d bloggers like this: