პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე სერბეთის პრეზიდენტის განცხადებაზე: შეხსენებაა საქართველოსთვის, სადაც ჯერ კიდევ გვყვანან „კოლექტიური ლომჯარიები“მ რომლებსაც ოღონდ ზელენსკის წინაშე არ „შევრცხვეთ“, ურჩევნიათ საქართველოს ბომბები აცვიოდეს

თითქოს, ახალი არაფერი უთქვამს [სერბეთის პრეზიდენტს], მაგრამ ეს შეხსენებაა საქართველოსთვის, სადაც ჯერ კიდევ გვყვანან „კოლექტიური ლომჯარიები“, რომლებსაც ოღონდ კი უკრაინის და ზელენსკის წინაშე არ „შევრცხვეთ“, ურჩევნიათ საქართველოს ბომბები აცვიოდეს და თბილისი ბახმუტად გადაიქცეს – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სერბეთის პრეზიდენტის ვუჩიჩის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ერთის მხრივ, პუტინმა არ უნდა წააგოს, დასავლეთმა არ უნდა წააგოს, ანუ უკრაინამ არ უნდა წააგოს, რადგან ამით დამარცხდება ამერიკა, ევროკავშირი, ანუ ნატო და კოლექტიური დასავლეთი, „ეს არის ომი მოთმინებასა და გამოფიტვაზე“.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, „მეორე ფრონტი“ დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და არ მოიხსნება, ვიდრე რომელიმე მხარე არ გაიმარჯვებს.

„ვშიშობ, რომ არც ერთ მხარეს არ შეუძლია წაგება. ერთის მხრივ, პუტინმა არ უნდა წააგოს, დასავლეთმა არ უნდა წააგოს, ანუ უკრაინამ არ უნდა წააგოს, რადგან ამით დამარცხდება ამერიკა, ევროკავშირი, ანუ ნატო და კოლექტიური დასავლეთი“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა და დასძინა, რომ „ეს არის ომი მოთმინებასა და გამოფიტვაზე“.
თითქოს და ახალი არაფერი უთქვამს, მაგრამ ეს შეხსენებაა საქართველოსთვის, სადაც ჯერ კიდევ გვყვანან „კოლექტიური ლომჯარიები“, რომლებსაც ოღონდ კი უკრაინის და ზელენსკის წინაშე არ „შევრცხვეთ“, ურჩევნიათ საქართველოს ბომბები აცვიოდეს და თბილისი ბახმუტად გადაიქცეს. არ მოხსნილა დღის წესრიგიდან „მეორე ფრონტი“ და არ მოიხსნება, ვიდრე რომელიმე მხარე არ გაიმარჯვებს“, – წერს ანჯაფარიძე facebook – ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,791,036 ნახვა