პოლიტიკა

თეონა აქუბარდია – როინ შავაძის მკვლელობა კიდევ ერთი გამოხატულება იყო უსამართლობის, მას, ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენი სასამართლოს გარეშე, უაპელაციოდ გამოუტანეს

როინ შავაძის მკვლელობა კიდევ ერთი გამოხატულება იყო უსამართლობის, მას, ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენი სასამართლოს გარეშე, უაპელაციოდ გამოუტანეს, არანაირი მტკიცებულებები მის დანაშაულთან დაკავშირებით არ არსებობდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდიას თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სამი წელი დასჭირდა, რომ დამნაშავეები ყოფილიყვნენ დაკავებულები.

„ამ მოცემულობაში კიდევ ერთხელ კარგად იკვეთება ის მძიმე სურათი, რაც „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობაში“ კოლაბორაციის კუთხით არსებობს. ამ საქმეში ფიგურანტი პირი, ასევე, „ქართული ოცნების“ დეპუტატია დღეს და, მიუხედავად სტრასბურგის გადაწყვეტილების განაჩენისა, სამი წელი დასჭირდა „ქართულ ოცნებას“, რომ წინასაარჩევნოდ გამოეყენებინა ეს პოლიტიკური ნიშნით. როინ შავაძის ბრალდება, რომელიც საჯაროა, თუმცა არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ სისტემურ დანაშაულებს, რომელიც აქამდე იყო, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ ეს დრო, რაც დასჭირდა ამ საქმეზე ფიგურანტი მონაწილეების დაკავებას, აჩვენებს „ქოც-ნაცურ“ გარიგებას. ამ შემთხვევაში, მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რას ფიქრობენ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები, არამედ ის, თუ სახელმწიფო როგორ უდგება სამართლის აღსრულებას ქვეყანაში.

მე მაქვს კითხვა, რატომ მოხდა სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულება ახლა, სამი წლის თავზე და არა მანამდე და როგორ მოხდა ის, რომ ამ საქმეში ფიგურანტი პირები, რომლებიც დღეს „ქართულ ოცნებაში“ არიან გადმობარგებული, მათთან მიმართებაში რა ხდება? მხოლოდ და მხოლოდ შემსრულებლებზე კი არა, დამკვეთებისა და იმ პირების საკითხიც უნდა დადგეს, რომლებმაც არ გამოიძიეს ეს საქმე ჯერ კიდევ 2008 წლის დროიდან მოყოლებული. ამიტომ ეს სისტემური პრობლემაა და კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ გარიგებას, რომელიც არის „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის“, – განაცხადა აქუბარდიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,689,631 ნახვა
%d bloggers like this: