უცხოური მედია

იტალიის თავდაცვის მინისტრი: უკრაინაში მდგომარეობა ჩიხშია, კონფლიქტის დასრულება შესაძლებელია არა საომარი, არამედ პოლიტიკური გზებით

იტალიის თავდაცვის მინისტრს მიაჩნია, რომ უკრაინაში კონფლიქტი არა საომარი, არამედ პოლიტიკური გზებით შეიძლება დასრულდეს

გვიდო კროზეტოს თქმით, ეს გამოწვეულია ფრონტზე ჩიხური სიტუაციით.

„დღევანდელი მდგომარეობა ჩიხშია შესული, რაც ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები ხანგრძლივი, ან ძალიან ხანგრძლივი პროცესია.

„უკრაინული კონტრშეტევა, როგორც ჩვენ ვფიქრობდით, სიძნელეებს აწყდება. ამიტომ, უნდა იყოს პოლიტიკური არჩევანი, რომელიც კონფლიქტის დასრულებას განსაზღვრავს“,-განაცხადა მან Corriere della Sera-თან ინტერვიუს დროს.

„გარდა ამისა, საზოგადოებრივი აზრი დასავლეთში უფრო და უფრო მეტ მოუთმენლობას ამჟღავნებს კონფლიქტისადმი და ნაკლებად სოლიდარულია დაზარალებულების მიმართ“,-აცხადებს პოლიტიკოსი.

„ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როცა რაღაც ხელს უშლის ყოველდღიურ რუტინას, ვივიწყებთ ისეთი ფასეულობების შესახებ, როგორიცაა თავისუფლება და დემოკრატია. და ასეთ დამოკიდებულებას წონა აქვს. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ეს ზუსტად ის ერთ-ერთი ელემენტია, რომელსაც შეუძლია, სამშვიდობო პროცესი დააჩქაროს. გარდა ამისა, მოახლოვდა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები და შესაძლოა, აშშ-ის პოზიცია სრულიად შეიცვალოს“,-დასძინა მან. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,687,717 ნახვა
%d bloggers like this: